четверг, 29 ноября 2012 г.

პროექტის სახელწოდება:  მართლმადიდებლური  ეკლესიები საქართველოში
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი ქალაქის რამდენიმე მართლმადიდებლურ ეკლესიას და მათ როლს საქართველოს ისტორიაში
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში ამაღლდება პატრიოტიზმის გრძნობა, გაეცნობიან ქართული არქიტექტურული ძეგლების ნიმუშებს
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ინფორმაციის მოპოვების, მისი დახარისხებისა და კვლევა–ძიების უნარის განვითარება


მონაწილეთა ასაკი: 11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:17.09.2012წ–14.06.2013წ.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა იციან ბათუმის სამების მთაზე რესტავრირებული ეკლესიის ისტორია, შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება,აქვთ გარკვეული წარმოდგენა ქართულ არქიტექტურაზე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მოსწავლეები, მასწავლებელი, აღმზრდელი,სამარშრუტო ავტობუსი, მძღოლი,ფოტოაპარატი
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები/საგანთან კავშირი)  ინფორმაციის შეგროვება, საუბარი ეკლესია– მონასტრების მნიშვნელობაზე, სამების ეკლესიის ზოგადი აღწერა, ქალაქ ბათუმში მდებარე ეკლესიების (ღვთისმშობლის სახელობის, წმინდა ბარბარეს სახელობის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის, ფერისცვალების) შესახებ ცნობების მოპოვება ინტერნეტში, მათი სურათების  მოძიება, ექსკურსიის მოწყობა წმინდა სამების ეკლესიაში,ფოტოგადაღება, ინტერვიუ სამების მონასტრის ხელმძღვანელთან(მონაზონთან),შეგროვებული მასალების დახარისხება,მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ფოტომასალის გამოფენა და შედეგების განთავსება ინტერნეტში
პროექტის ხელმძღვანელი:  მადონა ავალიანი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: avalianimadona@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი:

გაკვეთილის გეგმა