среда, 22 июня 2022 г.

პროექტი - 2021-2022 სასწავლო წელი

 

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლა

 

პროექტი

 

2021-2022 სასწავლო წელი

 

მასწავლებელი   მადონა ავალიანი

 

პროექტის სახელწოდება:  ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ- ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!“

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი სამშობლოს ღირსშესანიშნავ ადგილებს: კერძოდ, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს,  ,,მინიატურულ საქართველოს“ და ,,მუსიკოსთა პარკს“.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში ამაღლდება პატრიოტიზმის გრძნობა, გაეცნობიან ქართული არქიტექტურული ძეგლების ნიმუშებს, გაეცნობიან საქართველოსა და მსოფლიოს სახელგანთქმულ ადამიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებში ინფორმაციის მოპოვების, მისი დახარისხებისა და კვლევა–ძიების უნარის განვითარება.

 

მონაწილეთა ასაკი: 10 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:15.02.2022–17.06.2022

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა იციან მარშრუტით განსაზღვრული ობიექტების  შექმნის ისტორია, მათი დანიშნულება, შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება,აქვთ გარკვეული წარმოდგენა  საქართველოს ისტორიაზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლები, მშობლები,  მედდა, სამარშრუტო ავტობუსი, მძღოლი, მობილური ტელეფონი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები/საგანთან კავშირი)  ინფორმაციის შეგროვება, საუბარი საქართველოს ბუნების სილამაზეზე, ეკლესია– მონასტრებისა და ციხე-სიმაგრეების დანიშნულებაზე,  საქართველოს ისტორიული ძეგლების ზოგადი აღწერა, ქართველი მეფეების წვლილის შესახებ ქვეყნის ისტორიაში, მათი სურათების  მოძიება, ექსკურსიის მოწყობა აღნიშნული ობიექტების სანახავად, ფოტოგადაღება, შეგროვებული მასალების დახარისხება,მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ფოტომასალის გამოფენა და შედეგების განთავსება ინტერნეტში

 

პროექტის ხელმძღვანელი:  მადონა ავალიანი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: avalianimadona@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი: salibauri20.blogspot.com

 






 

რეფლექსია

 

   2021-2022 სასწავლო წლის 17 ივნისს განვახორცილე მეოთხე კლასში წინასწარ დაგეგმილი პროექტი ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო“...პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ეწარმოებინათ დაკვირვება საქართველოს ბუნების სილამაზეზე, ეკლესია– მონასტრებისა და ციხე-სიმაგრეების დანიშნულებაზე, გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიული ძეგლებს, წარმოდგენა გაემდიდრებინათ ქართველი მეფეების წვლილზე ქვეყნის ისტორიაში, მოეძიებინათ ინტერნეტ სივრცეში მათი სურათები. და პრაქტიკულად მოეწყოთ  ექსკურსია პროექტით  გათვალისწინებული ობიექტების სანახავად.

  

      პროექტის აქტუალობა მდგომარეოს იმაში, რომ მოსწავლეებში ამაღლდება პატრიოტიზმის გრძნობა, გაეცნობიან ქართული არქიტექტურული ძეგლების ნიმუშებს, გაეცნობიან საქართველოსა და მსოფლიოს სახელგანთქმულ ადამიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ინფორმაციის მოპოვების, მისი დახარისხებისა და კვლევა–ძიების უნარის განვითარება.

    პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც მოიცავდა პერიოდს: 15.02.2021-17.06.2022. ინტერნეტსივრცეში მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაცია შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დაარსების და მნიშვნელობის შესახებ, ,,მინიატურული საქართველოსა“ და ,, მუსიკოსთა პარკის“ შესახებ.“

  ნანახმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი გაეცვნენ დენდროლოგიური პარკის მცენარეთა სამყაროს. ამაღლდა მოსწავლეთა ცოდნის დონე როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად.

  ვფიქრობ,პროექტის დაგეგმვა, მომზადება და განხორციელება წარმატებით შესრულდა.

   ვურჩევ კოლეგებს, დაგეგმონ დაწყებით კლასებში ასეთი სახის პროექტები. ძალიან საინტერესო და სახალისოა ბავშვებისათვის.

პროექტის ხელმძღვანელი: მადონა ავალიანი

 


 

четверг, 29 ноября 2012 г.

პროექტის სახელწოდება:  მართლმადიდებლური  ეკლესიები საქართველოში
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი ქალაქის რამდენიმე მართლმადიდებლურ ეკლესიას და მათ როლს საქართველოს ისტორიაში
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში ამაღლდება პატრიოტიზმის გრძნობა, გაეცნობიან ქართული არქიტექტურული ძეგლების ნიმუშებს
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ინფორმაციის მოპოვების, მისი დახარისხებისა და კვლევა–ძიების უნარის განვითარება


მონაწილეთა ასაკი: 11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:17.09.2012წ–14.06.2013წ.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა იციან ბათუმის სამების მთაზე რესტავრირებული ეკლესიის ისტორია, შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება,აქვთ გარკვეული წარმოდგენა ქართულ არქიტექტურაზე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მოსწავლეები, მასწავლებელი, აღმზრდელი,სამარშრუტო ავტობუსი, მძღოლი,ფოტოაპარატი
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები/საგანთან კავშირი)  ინფორმაციის შეგროვება, საუბარი ეკლესია– მონასტრების მნიშვნელობაზე, სამების ეკლესიის ზოგადი აღწერა, ქალაქ ბათუმში მდებარე ეკლესიების (ღვთისმშობლის სახელობის, წმინდა ბარბარეს სახელობის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის, ფერისცვალების) შესახებ ცნობების მოპოვება ინტერნეტში, მათი სურათების  მოძიება, ექსკურსიის მოწყობა წმინდა სამების ეკლესიაში,ფოტოგადაღება, ინტერვიუ სამების მონასტრის ხელმძღვანელთან(მონაზონთან),შეგროვებული მასალების დახარისხება,მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ფოტომასალის გამოფენა და შედეგების განთავსება ინტერნეტში
პროექტის ხელმძღვანელი:  მადონა ავალიანი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: avalianimadona@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი:

გაკვეთილის გეგმა